25 ივლისს საკანონმდებლო ორგანო, სტიქიასთან დაკავშირებით, 2012 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოსა და მოსახლეობის კომპენსირების მიზნით, დაახლოებით 162 მილიონი ლარი დაიხარჯება, რისი მობილიზებაც ბიუჯეტის ცალკეული მუხლების შემცირების ხარჯზე მოხდება.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განმარტებით, დღევანდელი რიგგარეშე ბიუროს სხდომა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომხდარ სტიქიურ უბედურებას უკავშირდება. ბაქრაძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტად კახეთის რეგიონი დაზარალდა და სწორედ ამიტომ პირველ ეტაპზე აუცილებელია, მოხდეს სახლების აღდგენა-გადახურვა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება, სურსათით დახმარება, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს რეგიონის გრძლევადიანი რეაბილიტაცია.
ბიუროს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის პროექტზე დღეს საპარლამენტო კომიტეტები, ხვალ ფრაქციები იმსჯელებენ, ზეგ კი პროექტი უკვე პარლამენტის რიგგარეშე სხდმაზე დამტკიცდება.