პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე „საქართველოს მწვანეთა პარტიას" დაუბრუნდა. პარტიის ინფორმაციით, 20 ივლისიდან მისი განცხადების საფუძველზე იგი კვლავ „საქართველოს მწვანეთა პარტიის" წევრი გახდა.
"მწვანეთა პარტია იმედს გამოთქვამს, რომ ბატონი პეტრე მამრაძის პარლამენტსა და მთავრობაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სასიკეთოდ აისახება მწვანეთა პარტიის საქმიანობაზე"- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.