საქართველოს მთავარ პროკურატურაში ,,მაესტროს" ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით მედიასაშუალებების მიმართვა დღეს გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ და რადიო "უცნობის" ხელმძღვანელმა ბასა ჯანიკაშვილმა შეტანეს. ისინი მიიჩნევენ, რომ ,,მაესტროს" სატელიტური ანტენები უკანონოდ ჩამოართვეს.
,,ვითხოვთ, ,,მაესტროს" უკან დაუბრუნდეს თავისი კუთვნილი ქონება და ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. გავაგრძელებთ მოქმედებებს იმისათვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,რეზონანსის" მთავრამა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მედიასაშუალებებმა ინფორმაციის შეზღუდვის წინააღმდეგ სპეციალური მიმართავა დღეს გაავრცელეს.