ოფიციალური დამასკო აცხადებს, რომ ქიმიურ იარაღს მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში გამოიყენებს. განცხადება ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიჰად მაკდესმა გააკეთა.
"ჩვენ ქიმიურ იარაღს მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში გამოვიყენებთ", _ განაცხადა მაკდესმა.
შეგახსენებთ, რომ დამასკოს სხვა და სხვა რაიონებში ოპოზიციასა და სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკებები ამჟამადაც გრძელდება.
სირიის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა - ყოფილმა ელჩმა ერაყში, რომელიც ბაშარ ასადს განუდგა, განაცხადა, რომ არაა გამორიცხული დამასკო უკვე იყეენებდეს ქიმიურ იარარს ქვეეყნის ცალკეეულ რეგიონებში.
მასალის გამოყენების პირობები