"საქართველოს ტელეკომი", რომლის 100%-იან დამფუძნებელს კომუნიკაციის სფეროში ცნობილი ამერიკული კომპანია `ინტერნეიშენალ ტელსელი~ წარმადგენს, საკუთარი ბიზნესის, შპს "აიეტის" (85%-ს ფლობს დაფუძნების დღიდან) წართმევაში და 1,3 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ზიანის მიყენებაში შპს `აიეტის~ დირექტორს ზურაბ ჩიგოგიძეს და ამავე კომპანიის იურისტს, არჩილ თაბაგარს ადანაშაულებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, "საქართველოს ტელეკომის" სახელით, გიორგი ყავლაშვილი, 23 ივლისს, 15:00 საათზე პრესკონფერენციას ჩაატარებს. პრესკონფერენცია ნ. რამიშვილის #33-ში (ქართულ-ბრიტანული აკადემიის პირდაპირ, I სართულზე) ჩატარდება.