,,მასთან თანამშრომლობას კიდევ აქვს პერსპექტივა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ახალი შეხვედრა ჯონდი ბაღათურიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის არ გამართულა.
,,ჯონდი ბაღათურიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის რამდენადაც ჩენთვის ცნობილია ახალი შეხვედრა არ გამართულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლობა შეწყვეტილი, ან დასრულებულია. მასთან თანამშრომლობას კიდევ აქვს პერსპექტივა", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯონდი ბაღათურიასთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დავით უსუფაშვილის საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად წარდგენის შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა. Mმისივე თქმით ,,ქართული ოცნების" ლიდერმა სამი თვის წინ იცოდა, რომ იგი საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი იყო.