დღეს, 29 იანვარს, 16:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კომპანია BP, ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორების სახელით "ეკო-პრემიების~ მეორე საკონკურსო წლის, 2010 წლის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საგრანტო კონკურსის შედეგად გამოვლენილ ხუთ გამარჯვებული ორგანიზაციას დააჯილდოვებს.
"ეკო-პრემიების~ 2009 წლის პროგრამის გამარჯვებული ორგანიზაციები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ პროექტებში განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებს.
პროგამას, რომელსაც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახორციელებს, წელს შეუერთდა HშBჩ ბანკი, რომელიც გამოყოფს 15,000 აშშ დოლარს პროექტების დასაფინანსებლად. თავისი წვლილი გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერის კუთხით სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიას" ხელმძღვანელობამაც გაიღო, რომელმაც აღნიშნული ღონისძიების ჩასატარელად დარბაზი უსასყიდლოდ გამოყო.
შეხვედრას დაესწრებიან არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამინისტროებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ბიზნესმენები.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ BP-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში ნილ დანი;
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დენის კიფი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე; HშBჩ ბანკის გენერალური მენეჯერი გაი ლუისი; "რადისონ ბლუ ივერიას" გენერალური მენეჯერი ატაკან ტურკანი;
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე.