საქართველოში პოლიტუკური კოალიციები ძნელად შესანარჩუნებელია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ
სტუდია "ნიუგრუპის" გადაცემა "ღია სტუდიაში" განაცხადა.
საყვარელიძე აცხადებს, რომ სიმძაფრე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაში ხშირად განსაზღვრავს იმ გარემოებას, რომ პოლიტიკური კოალიციების დაშლაც საკმაოდ მძაფრი და მტკივნეული ხდება.
რაც შეეხება კოალიცია "ქართულ ოცნებას", საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კოალიცია აუცილებლად დაიშლება.
"ის დაიშლება აუცილებლად. განაცხადის დონეზეც კი ისინი არ ამბობენ, რომ შეინარჩუნებენ ამ ერთობას. ეს მისასალმებელიც არის, რომ არ ქმნიან ამის ილუზიას და დაპირისპირება იმთავითვე ჩადებულია კოალიციაში. მაგრამ რამდენად აისახება შემდეგ ეს დაპირისპირება მთელ დანარჩენ ქვეყანაზე, ეგ გვაწუხებს", - განაცხადა საყვარელიძემ.