ავღანეთში ქალაქ გერატის პოლიციის აკადემიაში სამი უცხოელი კონტრაქტორი მოკლეს, დაჭრილია მათი თარჯიმანი.
ავღანეთის სამართალდამცავთა ინფორმაციით, სამხედრო ფორმაში გადაცმულმა პირმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. პოლიციელების საპასუხო სროლის შედეგად იგი ლიკვიდირებულ იქნა.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ დაღუპულები.
ბოლო დროს გახშირდა შემთხვევეები, როდესაც ავღანეთის პოლიციის ან სამხედრო ფორმაში გადაცმული ტერორისტები თავს ესხმიან კოალიციის წარმომადგენლებს.