არაბეთის სახელმწიფოების ლიგამ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით, გადადგომისკენ მოუწოდა.
შესაბამისი განცხადება, ყატარისს ემირმა შეიხ ხამად ხალიფა ტანიმ ლიგის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
სირიის მთავარ ქალაქებში კი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა შექმნილი დამასკოსა და ალეპოში. ასადმა არმიას ოპოზიციის მიერ დაკავებული რაიონებზე კონტროლის აღდგენა მოსთხოვა.
სირიიის არმიის მეოთხე დივიზიამ ვეტმფრენების დახმარებით დამასკოს გარეუბნის - ბარზეხის დაბრუნების ოპერაცია დაიწყო. ბრძოლები მიმდინარეობს მეზაში, რომელიც ასევე, დამასკოს გარეუბანში მდებარეობს.
მესამე დღეა ბრძოლები არ წყდება ალეპოში.
შეგახსენებთ, რომ გარეოს მონაცემებით სირიაში 16 თვის განმავლობაში 15 ათასი ადამიანია დაღუპული.
მასალის გამოყენების პირობები