დღეს, 23 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელებს. დღესვე გაირკვევა თუ როდის გაიმართება პარლამენტის საგანგებო სხდომა.
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გახდა აუცილებელი.
ბიუჯეტში აისახება დაზარალებულთათვის გასაცემი კომპენსაციები, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სექტორში დახმარებისა სხვა გადაუდებელი ღონისძიებებისათვის გასაწევი ხარჯები.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა დახმარების გარეშე არ დარჩეს არც ერთი ოჯახი.
"ჩვენი ამოცანაა, დახმარების გარშე არ დარჩეს არც ერთი ოჯახი. მოხდება დაზიანებულლი სახლების რეაბილიტაცია, ასევე საქართველოს მთავრობა მუშაობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მეპატრონეებზე გარკვეული კომპენსაციების გაცემის საკითხზე და სწორედ ამ მიზნით მოწვეული იქნა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, სადაც ჩვენ წარვადგენთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კონკრეტულ ცვლილებებს", - განაცხადა ხუროშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები