შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი ნატროშვილის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის I ნაწილით. ამის შესახებ ნათქვამია შსს განცხადებაში.
სამინიტრო აღნიშნავს, რომ გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს.
აღნიშნულ ინცინდენტს ასევე შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.