ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები დღეს ასპინძის რაიონ სოფელ იდუმალაში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული ივანიძეების ოჯახი მოინახულეს გიორგი თარგამაძე და ლევან ვეფხვაძე ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს და მათ დახმარებას დაპირდნენ.
გიორგი თრაგამაძის განცხადებით სოფელში მთლიანად განადგრუებულია მოსავალი, ლობიო, სიმინდი, ყურძენი, კენკროვანი კულტურები,ასევე განდაგრუდა ფუტკრის სკები, სერიოზული პრობლემები შეექმნა მესაქონლეობასაც რადგან სტიქიამ ბალახიც კი გაანადგურა.
„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში აქტიურად ვიყავით ჩართულნი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და მოსახლეობის უშუალო დახმარებაში.კახეთის რეგიონს სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა უდნა ითქვას რომ ასევე მძიმე ვითარებაა სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-თიანეთშიც მოსახლეობას ანალოგიური პრობლემები აწუხებს, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას რომ დორულად გამოიჩინოს ყურადღება და დაეხმაროს დაზარალებული ოჯახებს" განაცხადა გიორგი თრაგამაძემ და დასძინა რომ ხელისუფლებამ კახეთში მიმდინარე სამუშაოების მსგასვად ანალოგიური სამუშაოები უნდა ჩაატაროს სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა მთიანეთშიც იქნება ეს სახლების გადახურვითი სამუშაოები თუ სხვა. ასევე უნდა მოხდეს მოსახელობისთვის კონპენსაციების მიცება განაცხადა გიორგი თრაგამაძემ
ქრისტიან დემოკრატები აღნიშნულ საკითხს პარლამენტში სამშაბათს დადგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებების დროს დააყენებენ
მასალის გამოყენების პირობები