,,შეადაროს მშენებლობა, გავიდეს ნახოს ბაქოში, ერევანში თუ ნებისმიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ ,,გვაბოლებს" თითქოს, ეს არის აღმშენებელი, ყველგან საქართველოზე მეტი აღმშენებლობაა. ყველაზე ნაკლებს ზუსტად ეგ აშენებს", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში ადგილობრივებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავში ,,ქართული ოცნების" ოფისს კიბეები დაუნგრიეს.
,,ესენი არ არიან აღმშენებლები? მაგათი ხელწერა, როგორც აშენებენ, მიბრძანდით თელავში და ჩვენი ოფისი ნახეთ. წუხელ ღამით მისულან და კიბეები დაუნგრევიათ და ეს დამახვედრეს საჩუქრად. Kკამერაზე ჩანწერებს, რომ უყურეს ეჭვი აქვთ, რომ საჭესთან სააკაშვილი იჯდა, ის კაცი სააკაშვილს ჰგავს. შეიძლება სააკაშვილი არ იყო, მაგრამ მისი ლანდი რომ იყო, ეს ფაქტია.", _ განაცხადა ივანიშვილმა.