პოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში განაცხადა.
პატრიაქრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთელი მოსახლეეობა პოლიტიზირებულია
"ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ფასეულობები - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მამული, ენა, სარწმუნოება. ამას უნდა ვიცავდეთ და ვემსახურებოდეთ ყველა ადამიანი", - განაცხადა ილია მეორემ.
უწმინდესმა ბრძანა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როდესაც თითქმის ადამიანი ადამიანის მეგობარი კი არა მტერია.
"სინამდვილეში კი ადამიანი ადამიანისთვის ძმაა. ძველი რომაელები ამბობდნენ: "ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო", ამ პოსტულატის მიღება ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ძმები ვართ", - აღნიშნა ილია მეორემ
მანვე აღნიშნაა, რომ ადამიანი ხასიათით, შეხედულებით და აზროვნებით ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო 100-200 წლის წინ.
"მთავარი კი ის არის, რომ სულის გარდა ყველაფერი შეცვლილია და რაც არ უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ბოლოს მაინც ღვთისკენ ბრუნდება. დღეს თითქოს ვიღაცამ შეგვცვალა. როგორი სიტყვებია - "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" და ეს სიტყვები თითქმის არასოდეს სრულდება. დღეს შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს და შემდეგ მას ჩვეულებრივად ველაპარაკებით, ეს ხომ სირცხვილია", - აღნიშნა უწმინდესმა.