ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე თურქული კომპანია „სისტემ ინშაათი" ცათამბჯენს ვეღარ ააშენებს, _ განაცხადა "ჯი-ეჩ-ენთან" საუბარში "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ კომპანიას პროექტის განსახორციელებლად სხვა ფართი გამოუყო.
,,მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებზე მრავალფუნქციური შენობა არ აშენდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, აღნიშნული ფაქტის მიმართ ბათუმელების ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა გადამწყვეტი სიტყვა საპატრიარქომ და მეუფე დიმიტრიმ თქვა", _ განაცხადა ,,ჯი-ეჩ-ენთან" საუბარში დუმბაძემ და აღნიშნა, რომ თურქულ კომპანიას სახელმწიფომ სხვა ფართი გამოუყო.
"ჩვენ გაგვაჩია ოფიციალური დოკუმენტი რომლის თანახმად, სახელმწიფომ ,,სისტემ ინაშთს" მრავალფუნქციური შენობის ასაშენებლად ბათუმში 400 კვადრატული მეტრის ფართი ,,რედისონსა" და ანბანის კოშკს შორის გამოუყო. ამიტომ ბათუმელების ერთად დგომამ შედეგი გამოიღო.", _ განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
"კონკრტული დოკუმენტი მომაწოდა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა, რომლის სახელი და გვარი ოქტომბრის არჩევნების მეორე დღესვე გამჟღავნდება", - განაცხადა დუმბაძემ.