ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის პუნქტს დასხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკის შს სამინისტროს პრესამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი და ერთი 72 წლის ადგილობრივი მოსახლე დაიჭრა. თავცდამსხმელები მიიმალნენ. დაჭრილები ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. ამჟამად თავდამსხმელთა ძებნა მიმდინარეობს.