სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი თავისი მთავრობის მაღალჩინოსნების დაკრძალვის ცერემონიალს არ დასწრებია. ინფორმაციას ამის შესახებ "ალ-არაბია" ავრცელებს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვს ცერემონიალს ბასარ ასადის ძმა მახერ ასადი დაესწრებოდა, თუმცა კადრებში არც ის ჩანდა.
მათ ნაცვლას დაკრზალვის ცერემონიალს სირიის ვიცე-პრეზიდენტი ფარუკ აშ-შარა ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ დამასკოში უშიშროების საბჭოს შენობასთან თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქების შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიხა, სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ბაშარ ასადის სიძე ასიფ შაუკატი და გენერალი ხასან თურკმანი დაიღუპნენ.
მასალის გამოყენების პირობები