ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში ორმა დაუდგენელმა პირმა სარკინიგზო სადგურის შენობა დაცხრილა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო სადგური ნაღმმტყორცნიდან დაიცხრილა. დაცხრილვას მსხვერპლი არ მოჰყოლია დაზიანდა მხოლოდ შენობის ფასადი. უცნობი პირები მიიმალნენ. ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს.