პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯეკსონის დებმა და ძმებმა, რომლებმაც მაიკლ ჯექსონისაგან მემკვიდრეობით ვერაფერი მიიღეს, ადვოკატი ანდერძის გაყალბებაში დაადანაშაულეს. ჯეკსონის და-ძმა ადანაშაულებს ადვოკატს იმაშიც, რომ მათ ზეწოლა მოახდინეს მომღერლის დედაზე, რის გამოც, მან ინსულტი მიიღო. მომღერლის ქალიშვილმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა. პოპის მეფის და-ძმებმა აღნიშნული ბრალდებების შესახებ მაიკლის ადვოკატს წერილობით აცნობეს და მოუწოდეს მათ შეეშვან მაიკლ ჯეკსონის ქონების განკარგვას.
მაიკლ ჯეკსონი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. ამერიკელი მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი მაიკლ ჯეკსონი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატში, ქალაქ გარში დაიბადა. 6 წლის ასაკში მაიკლი უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა. 11 წლის ასაკში საოჯახო პროექტის "Jackson 5"-ის სოლისტი გახდა. ძმები ჯექსონები ხმის ჩამწერ სტუდია "Motown"-თან თანამშრომლობდნენ. 1971 წელს, 13 წლის ასაკში, საუკეთესო ალბომები ჩაწერა, რომელთა შორისაც - "Got to Be There", "Rockin' Robin" და "Ben" იყო. 1978 წელს გადაიღეს ფილმში - "ჯადოქარი". იმავე წელს მაიკლმა მუსიკალური რეჟისორი ქუინს ჯოუნგი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი საუკეთესო ალბომების პროდიუსერი გახდა.
ჯეკსონი იყო ჰუმანიტარული კოლეჯის საპატიო კურსდამთავრებული; ფირმის "MJJ Productions" პრეზიდენტი; კომპანია "Mijac Music"-ის პრეზიდენტი; მსოფლიო კარატის ფონდის საპატიო წევრი; "Heal the World" ფონდის დამაარსებელი; ფილოსოფიის დოქტორი და ქველმოქმედი. ჯეკსონმა მიიღო უამრავი ჯილდო.
2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში თავის საცხოვრებელ სახლში, პოპმუსკის ლეგენდა წაიქცა, ნომერზე - 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოპის მეფის დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად, მომღერლის დასაფლავების ცერემონიალი 29 აგვისტოს, მის დაბადების დღეზე იგეგმებოდა, მაგრამ დაკრძალვა ნათესავების მოთხოვნით, 3 სექტემბრისთვის გადაიდო. ოჯახის ადვოკატი - ბრაიან ოკსმანი ირწმუნება, რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას.
მომღერალი კალიფორნიის ტერიტორიაზე, მემორიალურ პარკში - "Forest Lawn Glendale", ცნობილი მსახიობების და მომღერლების გვერდით დაკრძალეს. "Associated Press"-ის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მომღერლის ნათესავები და დაახლოებით 200 უახლოესი მეგობარი ესწრებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი, მაკალეია კალკინა და სტივ უანდერი.
დღემდე არ არის დადგენილი, რა გახდა 50 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი ანესტეტიკი "პროპოფოლი" გახდა. 50 წლის მომღერლისთვის პროპოფილის მოქმედება სასიკვდილო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამო გახდა.
სხვა მონაცემებით, სიკვდილის მიზეზი პროპოფოლით კი არა, "პრეპარატების სასიკვდილო კომბინაციით" იყო გამოწვეული. ჯეკსონის გარდაცვალების დღეს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა რომ, პაციენტს "ვალიუმი" (დიაზეპამი), "ატივანი" (ლორაზეპამი) და "ვერსედი" (მიდაზოლამი) ერთდროულად მიაღებინა.