დღეს, 21 ივლისს, ფესტივალი "არტ-გენი 2012" თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში (ეთნოგრაფიული მუზეუმი) გადმოინაცვლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, 21 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს "არტ-გენი" მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს: ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან (ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, შოტლანდია, ინგლისი და სხვ.), აფრიკასა და მადაგასკარიდან.
ფესტივალი მეცხრე წელია ტარდება და მას ყოველწლიურად თან სდევს ახალი აქტუალური თემა. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალი "არტ-გენი 2012"-ის წლევანდელი დევიზია "გაუფრთხილდი ოჯახს", რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
ფესტივალმა 3 ივლისს კახეთში აიღო სტარტი და რეგიონალური ტური საქართველოს რამდენიმე ქალაქში - ზუგდიდში, წყალტუბში, ჩოხატაურსა და ფოთში - ჩატარდა.
ფესტივალის პროგრამა:
21 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 გურია, კახეთი, ფოთი
20:00 ჯგუფი "ხიდი"
22:30 Abou Diarra - მალი (აფრიკა)
22 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 სამეგრელო, შიდა ქართლი, რაჭა
20:00 ჯგუფი "სნო", ლეჟავები
22:30 Aisva (ლიტვა)
23 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
15:00 ეროვნული უმცირესობები საქართველოს ყველა კუთხიდან (მცირე სცენა)
19:00 სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი
22:30 Rene Lacaille (საფრანგეთი), Outsider
24 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, ცხინვალის რეგიონი
20:00 Volosi (პოლონეთი)
22:30 33ა
25 ივლისი:
12:00-19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 პანკისი, თუშეთი, ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი
20:00 "რეგიონი"
22:30 Kilema (მადაგასკარი)
26 ივლისი:
12:00 -19:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
19:00 ბასიანი, ელესა (ქედა)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია), Tekla Klebetnica (პოლონეთი)
22:30 ჯგუფი "ზუმბალენდი"
27 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 შავნაბადა, შვიდკაცა (გურია)
20:00 "სკოტები" (შოტლანდია)
22:30 ნინო ქათამაძე
28 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები"
19:00 თამაზ ყურაშვილის ჯაზბენდი, ჩვენებურები, მიჟე-ნარი (ლენტეხი)
22:30 სუხიშვილები
29 ივლისი:
12:00-18:00 ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა-გაყიდვა;
მუსიკალური იმპროვიზაციები და მასტერკლასები ყველა დარგში
18:00 ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები". გაიმართება ქალაქური კრივის შეხვედრები და ქართული რაგბი "ლელობურთი""შავფაროსნების" ორგანიზებით და მონაწილეობით
19:00 ანსამბლი "ლაშარი", "საგალობელი" (რაჭა), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ლელა თათარაიძე და კვარტეტი "კესანე"
22:30 Speed Caravan (საფრანგეთი, ალჟირი).