პანამის დროშის ქვეშ მცურავ არასამხედრო გემ "11 SENA T"-ის კაპიტანმა, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქემ ალექსანდრე დემჩენკომ, ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2 212 ლარის და 80 თეთრის ოდენობით გადაიხადა. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სსიპ-ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (ნავთობშემცვლელი სითხის ზღვაში ჩაღვრა) პანამის დროშით მცურავი არასამხედრო გემი "11 SENA T"-ი 14 ივლისს დააკავეს.