,,ჩვენ უკვე მეორე ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ვიმუშავეთ ფინანსთა მინისტრთან ერთად და რამდენიმე საათში უკვე დათვლილ კომპენსაციების რაოდენობას გამოვაცხადებთ", _ განაცხადა თელავში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სურსათის შესყიდვა დაიწყეს.
"ჩვენ უკვე მეორე ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ვიმუშავეთ ფინანსთა მინისტრთან ერთად და რამდენიმე საათში უკვე დათვლილ კომპენსაციების რაოდენობას გამოვაცხადებთ. Aაქვე საგულისხმოა, რომ კომპენსაციების თემა მხედველობაში მაქვს, რამდენიმე ტიპის დახმარება უნდა გავუწიოთ არა მხოლოდ კახეთის, არამედ მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთი რაიონის მოსახლეობას. ჩვენ უკვე დავიწყეთ სურსათის შესყიდვა იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში იმ ადამიანების დაკმაყოფილება მოხდეს, რომლებმაც აბსოლუტურად ყველა პროდუქტი დაკარგეს და ბედისანაბარა დარჩნენ", _ განაცხადა მერაბიშვილმა.