სირიელმა ამბოხებულებმა სირია-ერაყისა და სირია-თურქეთის საზღვარზე რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიგდეს ხელში.
ქვეყნის შსს მინისტრის მოადგილის ადნან ალ-ასადის განცხადებით, სირია-ერაყის საზღვარზე ყველა სასაზღვრო პუნქტს ამბოხებულები აკონტროლებენ.
ოპოზიციურმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარმადუ და ბაბ ხავა. მოგვიანებით ბაბ ხავა ამბოხებულებმა დატოვეს.
ბი-ბი-სის კორესპონდენტის ინფორმაციით, ამბოხებულებმა სასაზღვრო რაიონებზე შეტევა, იმიტომ გადაწყვიტეს, რომ სამთავრობო ძალები დამასკოშია კონცენტრირებული.
ერაყის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ამბოხებულებმა ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე 20 სირიელი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.
ერაყმა და თურქეთმა სირიის საზღვარზე საკუთარი ძალები გააძლიერეს.
მასალის გამოყენების პირობები