დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა რუსეთისა და ჩინეთის პოზიციას, რომლებმაც სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადეს "უპატიებელი" უწოდა.
"როდესაც საქმე იქამდე მივიდა, რომ ფაქტობრივად შესასრულებელი იყო მათ მიერ მხარდაჭერილი შეთახმება, ისინი განზე გადგნენ. მათ ზურგი აქციეს სირიელ ხალხს მისთვის ყველაზე ძნელი საათების დროს", - განაცხადა ჰეიგმა.
ჰეიგის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, რუსეთისა და ჩინეთის იმიჯს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.