რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დასავლური რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს. ამ ორმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ ვეტოს უფლება გამოიყენა.
რეზოლუციის პროექტი დიდი ბრიტანეთის მიერ იყო ინიცირებული და სირიის ხელისუფლებისა ოპოზიციის წინააღმდეგ, ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში სანციების გამკაცრებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთი და ჩინეთი დიალოგის გაგრძელებას მოითხოვენ და სანქციების წინააღმდეგნი არიან, რომლებიც, რუსული მედიის განმარტებით, პრაქტიკულად მხოლოდ სირიის ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული.
ხმის მიცემის პროცედურა გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ იმ იმედით რომ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნებდა იგი ერთი დღით, დღეისთვის გადაიტანეს.