"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ დეკლარაციას წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ ახალი პუნქტი ემატება, _ განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააკეთა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თანახმაა, ჩვენ მიერ წინა კვირაში გაჟღერებულ პრინციპებს დაემატოს პუნქტი, რომლითაც ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის, ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყველა რეკომენდაციას. იმავეს ვთავაზობთ ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას და იმედი მაქვს, რომ პარტიები, ვის ინტერესებშიც შედის ნორმალური და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ვის ინტერესშიც შედის თავისუფალი საარჩევნო გარემოს არსებობა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და არა არჩევნების საბაბით სხვა პროცესების პროვოცირება, იმედია, ამ პრინციპებს დაეთანხმებიან", _ განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაცია შესთავაზა.
არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული პრინციპები სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული გეგმა 16-პუნქტიანია.