ხვალ, 20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი "Summer Job"-ი ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.
სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
პროექტი "Summer Job"-ი გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისთვის და ა.შ. საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენონ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.