ინდოეთში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. სახელმწიფოს ახალი მეთაური ინდოეთში პარლამენტის დეპუტატთაგან შემდგარმა ამომრჩეველთა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. ფავორიტად ფინანსთა ყოფილი მინისტრი პრანაბ მუხერჯი მიიჩნევა, რომელსაც ასევე მმართველი კოალიცია უჭერს მხარს. მისი მთავარი კონკურენტი - პურნო სანგმა - პარლამენტის ყოფილი სპიკერია.
ინდოეთის პრეზიდენტი, ძირითადად, ცერემოანიალური ფიგურაა, თუმცა სახელმწიფოს ახლად არჩეულმა მეთაურმა შეიძლება საკვანძო როლი შეასრულოს მომავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში, იმ შემთხვევაში, თუ 2014 წლის არჩევნები გამარჯვებულს ვერ გამოავლენს.