ყაზანში ამ დილით რესპუბლიკის სულიერ ლიდერზე თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირებმა მისი ავტომობილი ააფეთქეს, იგი დაიჭრა, თუმცა ცოცხალი გადარჩა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფეთქების შემდეგ სულიერ ლიდერს ესროლეს.
მანამდე, ამავე დილით, ილდუს ფაიზოვის ავტომობილის აფექებამდე საკუთარი სახლის სადარბაზოში მისი მოადგილე ვაიულლა იაკუპოვი მოკლეს: ქილერმა სასიკვდილოდ მას რამდენჯერმე ესროლა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.