შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ზომამცირე გემით დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს 3 მოქალაქე - იპოლიტე ძნელაძე, თამაზ ახობაძე და ავთანდილ გოგიბერიძე.
აღნიშნულ პირებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად, დაეკისრათ ჯარიმა, თითოეულს 300 ლარის ოდენობით.