უმსხვილესმა ბრიტანულმა ავიაკომპანია "ბრითიშ ეარვეისმა" (ბრიტანეთის ავიახაზები) bmi -ის ბრენდის საკუთარ ბიზნესში იტეგრირებით გააფართოვა მარშრუტების ქსელი და ახლა მის სიას თბილისი-ლონდონის მარშრუტიც დაემატა. "ბრიტანეთის ავიახაზების" ზამთრის ფრენების განრიგს 2012 წლის 13 ოქტომბრიდან დაემატება თბილისი-ლონდონის ყოველდღიური რეისები, რომელსაც აერობუსი A321 შეასრულებს.
28 ოქტომბრიდან "ბრიტანეთის ავიახაზები" უკვე ყოფილი ბრენდის bmi-ის ალმა-ატის, ამანის, ბაქოს, ბეირუთისა და ფრიტაუნის ფრენის განრიგებსაც განაახლებს. ყველა ზევით აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს შეასრულებს "ბრითიშ ეარვეისის" თვითმფრინავები და საბორტო ეკიპაჟი, რომლებიც მგზავრებს ცნობილი ბრენდის ყველა მომსახურებას შესთავაზებს. 2012 წლის ზამთარში ცნობილ ბრიტანულ ავიაგადამყვანს ისეთი მარშრუტებიც დაემატება, როგორიც არის ლიდსი ჰისროუს აეროპორტიდან და ლას- ვეგასი გატვიკიდან.
"მოხარულები ვართ, რომ მალე "ბრითიშ ეარვეისი" მგზავრებს ახალ განრიგს შესთავაზებს და მათ შორის იქნება თბილისი-ლონდონის მარშრუტიც, რომელზედაც რეისები ყოველდღიურად შესრულდება. საქართველოდან მიმავალ ტურისტებსა და ბიზნესმგზავრებს საშუალება ექნებათ ლონონის გავლით დაუკავშირდნენ ბრიტანეთის ავიახაზების გლობალურ მიმართულებებს. ამავედროულად, ქართველი მგზავრები ისარგებლებენ ჩვენი ბრენდის ისეთი მომსახურებებით, როგორიც არის ბარგის 23 კილოგრამამამდე ლიმიტი, უფასო ონაინრეგისტრაცია და გაფრენამდე 24 საათით ადრე ბორტზე სასურველი ადგილების შერჩევის შესაძლებლობა", - აცხადებს ბრიტანეთის ავიახაზების ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური კომერციული მენეჯერი, პაოლო დე რენზისი.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს ბმი-ის კუთვნილი თვითმფრინავების ექსტერიერისა და ინტერიერის განახლება და დაბრენდვა "ბრითიშ ეარვეისის" ფერებით. აეროპარკის განახლება 2013 წლის დასაწყისში დასრულდება. აერობუს A321ს-ს, რომელიც საშუალო მანძილის მარშრუტებზე იფრენს, აქვს World Traveller-ისა და World Traveller-ის კაბინები. World Traveller-ი აღჭურვილია აუდიოვიდეოსისტემითა და ინდივიდუალური ტელეეკრანებით, ხოლო Club World-ის მგზავრები ისიამოვნებენ სრულად გასაშლელი სავარძელ-საწოლებით.