სირიის პრეზიდენტის მეუღლე ასმა ასადმა შესაძლოა სირიის ფარგლებში უკვე დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული "The Guardian"-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სირიაში ამ ახლა ბევრი მოარული ხმა დადს ქვეყნის ხელმძღვანელობასა და მათ ნათესავებზე.
"ერთ ერთი მოარული ხმის თანახმად ასადის მეუღლე ასმა - რუსეთში გაიქცა", _ წერს გაზეთი და არ აკონკტერებს წყაროს საიდანაც მან ეს ინფორმაცია მიიღო.
აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გუშინ მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომლის შედეგადაც რამდენიმე მაღალჩინოსანი მინისტრი დაიღუპა - გაქრა. მედია წერს, რომ ასადმა სირია დატოვა და იგი ამჟამად ხმელთაშუაზღვისპირეთის კურორტზე იმყოფება. ამავდროულად ბაშარ ასადის სასახლესთან სირიაში ბრძოლები მიმდინარეობს.