,,ქართული ოცნება" საქართველოდან ევროკავშირის მოქალაქეების დეპორტაციას აპროტესტებს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ფრანგული კოპანია, რომლიც ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს უწვს, მისი წარმომადგენლები საქართველოში არ შემოუშვეს და უკან საფრანგეთში დააბრუნეს.
,,დაახლოებით ორი კვირის წინ, თბილისში ჩამოვიდა კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს და გააბრუნეს პარიზში. 8 ივლისს კი კომპანიის ორი თანამშრომელი, ჩამოვიდა. მათგან ერთ-ერთი კომპანიის ტექნიკური დირექტორი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს. ამასთანავე ურჩიეს პრეტენზიები წაეყენებინა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის", _ განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელიც აღნიშნულ ქმედებებს პოლიტიკური მოტივაციით ხსნის.
,,ბიძინა ივანიშვილს ორი წელია, რაც დაქირავებული ჰყავს, უსაფრთხოების სფეროში ფრანგი კონსულტანტები .Eეს არის ფირმა, რომლიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული კომპანია. Kკომპანიის თანამშრომლები თბილისში სხვადასხვა სახის კონსულტაციისთვის სისტემატურად ჩამოდიან. ზემოაღნიშნული ქმედებები, რაც მოხდა მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირად უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
,,მივმართავთ საქართველოს შსს და საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ მათგან, თუ რის საფუძველზე ხდება ევროკავშირის მოქალაქეების საქართველოდან ასე უსაფუძვლოდ დეპორტირება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.