სირიელი ამბოხებულები ბაშარ ასადის სასახლის შესასვლელთან იმყოფებიან სადაც პრეზიდენტისადმი ერთგულ დანაყოფებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიოსადგური "კოლ ისრაელი" ავრცელებს.
"როიტერის" ინფორმაციით, სამთავრობო ძალები ბრძოლების ადგილამდე ჯავშანტექნიკით მივიდნენ. ქალაის რამდენიმე ქუჩა ბეტონის დიდი ფილებითაა გადაკეტილი.
ამავე დროს დასავლური მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქალაქ ლატაკიაში ხმელთაშუაზღვისპირა კურორტზე იმყოფება.
მათი მონაცემებით, "პრეზიდენტი სამთავრობო ოპერაციას ხელმძღვანელობს", რომელიც რამდენიმე მაღალჩინოსანის გუშინდელი დაღუპვის საპასუხოდ ტარდება.
შეგახსენებთ, რომ დამასკოში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი, ბაშარ ასადის სიძე - დაზვერვის მინისტრი და შს მინისტრი დაიღუპნენ.