"რესპუბლიკურ პარტიაზე თბილისში განსხვავებული აზრი დადის, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ვიტყვი, რომ ,,რესპუბლიკელები" პრინციპული ხალხისგან შემდგარი პარტია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოსთვის არასოდეს უღალატიათ.
,,რესპუბლიკურ პარტიაზე თბილისში განსხვავებული აზრი დადის, რასაც ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ვიტყვი, რომ ,,რესპუბლიკელები" პრინციპული ხალხისგან შემდგარი პარტიაა. შესაძლოა, რაღაც ეტაპებზე მათი პრინციპული პოზიციის გამო, გარკვეული მიუღებლობა ხდებოდა მათსა და საზოგადოების ნაწილს შორის, მაგრამ ისინი არასდროს არ ცრუობდნენ. Aამიტომ ადამიანის ამ თვისებას მე, პირადად დიდ პატივს ვცემ და ,,რესპუბლიკელები" ძირითადად ასეთები არიან", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უშეცდომო არავინაა.
,,ვინც საქმეს აკეთებს შეუცდომელი არავინ არაა. მათ ქვეყნისთვის არასდროს არ უღალატიათ და მათ სიცრუეზე თავისი პოლიტიკა არასდროს აუგიათ. მეც გამიკრიტიკებია ისინი. მათი პოზიცია რაღაც ეტაპზე გასაგები არ იყო, მაგრამ შეცდომებს შეიძლება გადაუსვათ ხაზი, რამდენადაც ,,რესპუბლიკელები" იყვნენ გულწრფელნი. ერთ გუნდად ჩვენი ჩამოყალიბების პროცესში მათ თავის პოზიციებში გარკვეული კორექტივები შეიტანეს", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა.
მისივე თქმით, დავით უსუფაშვილი კოალიციაში ერთ-ერთი პატივსაცემი და წამყვანი ფიგურაა.
"პოლიტიკაში გამოუცდელი მოვედი, ხალხს, მხოლოდ ტელევიზორიდან ვიცნობდი და დიდი დახმარება, რომელიც აღმომიჩინა და დღესაც მეხმარება ეს გახლავთ დავით უსუფაშვილი. Pპირადად ჩემთვის მას ძალიან დიდი ფასი აქვს", _ განაცხადა ივანიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონებისა და თბილისის მასშტაბით დღეს მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.