„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ხარაგაულში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობდნენ. თუმცა სტიქიით განპირობებული მძიმე ბუნებრივი პირობების გამო გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა შეხვედრების ციკლი შეწყვიტეს და სტიქიით დაზარალებული ოჯახების მოსანახულებლად კახეთში გაემგზავრნენ.
გიორგი თარგამაძის განკარგულებით, „ქრისტიან-დემოკრატებმა" უკვე რვა მობილური ჯგუფი შექმნეს, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბთან და დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.
„ვწუხვარ სტიქიით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის გამო. მთელი ჩვენი ძალები ამჟამად კახეთშია მობილიზებული, ჩვენ ვწვეტთ ჩვენს დაგეგმილ შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში და პირდაპირ კახეთში მივემგზავრებით, რათა ადგილზე შევისწავლოთ მდგომარეობა და დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ ოჯახებს" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატების" ოთხი მობილური ჯგუფი განლაგებულია თელავში, ორი ლაგოდეხსა და ორიც გურჯაანში.