იტალიაში საწინააღმდეგო ბანაკში მყოფი თავისივე "მოძმეების" მიერ სასტიკად სცემეს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 52 წლის გიორგი ელერჯია, რომელიც კრიმნალური წრეებში "გია გალსკის" ზედმეტსახელადაა ცნობილი და "დედ ჰასანის" მომხრედ ითვლება.
ელერჯიასათვის ამგვარი უსიმოვნების მიყენების მიზეზი გახდა მისი ხელმოწერა წერილზე, რომ "ბადრი" - ქურდი არ არის. ამ წერილზე სხვა ხელმომწერთათვის ანალოგიური "უსიამოვნებების მიყენება" როგორც ჩანს დროის ამბავია.
90-იანი წლების დასაწყისშიდან "გია გალსკი" თავისთვის მშვიდად და ყველასათვის შეუმჩნევლად რჩებოდა, თუმცა ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში იგი "დედ ჰასანის" კლანის ინტერესების მომხრედ აფიქსირებს თავს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე ელერჯიას იგივე ბედი ეწია იმის გამო, რომ კვლავ ამგვარ წერილს მოაწერა ხელი, რომელიც იმ შემთხვევაში ასევე ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს ეხებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელერჯიას დასახმარებლად იტალიაში ძმები ქარდავები გაფრინდნენ, თუმცა მათ ელერჯიას ვერავითარი დახმარება გარდა მორალურისა ვერ აღმოუჩინეს.