ბულგარეთში ბურგასის აეროპორტში ისარელის ტურისტების ავტობუსი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ააფეთქა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბულგარეთის შსს მინისტრმა ცვეტან ცვეტანოვმა განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი - 6 ისრაელის მოქალაქე, ერთი ბულგარელი და ერთიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელი. რომლის ვინაობაც ამჟამად დგინდება.
30 ადამიანი დაშავებულია. ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა და მკაცრი პასუხის პირობა დადობა.