ბულგარეთში, ბურგასის აეროპორტში დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.
ბულგარეთის ნაციონალური საინფოორმაციო სააგენტო БТА-ს ინფორმაციით, დაშავებულია 30-მდე ადამიანი, სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დაშავებულთა შორის ორი ორსულია.
შეგახსენებთ, რომ ბურგასის აეროპორტში ავტობუსი აფეთქდა, რომელშიც ისრაელიდან დასასვენებლად ჩასული ტურისტები იმყოფებოდნენ.
აფეთქების დროს ავტობუსში 40 ტურისტი და მძღოლი იმყოფებოდა.
სამართალდამცავებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფკაცია მიანიჭეს.
ბურგისსა და საკურორტო ზონაში გადაკეტილია გზები.