დღეს, 19 ივლისს, ბალტიმორში მოკლული ბექა ზარდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო სხდომა ჩატარდება.
"ეფ-ბი-აიმ" ოჯახს საქმის საფუძვლიანად გამოძიებასა და მკვლელის უმკაცრესი ზომებით დასჯას დაჰპირდა.
ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ მკვლელის პროვოცირება მაღაზიის სუპერვაიზერმა მოახდინა, რომელიც სასამართლოს დაესწრება. ოჯახი იმედოვნებს, რომ პროცესზე სუპერვაიზერს დაკითხავენ და საქმეს სრულად გამოიძიებენ.
მოსმენას საქართველოს კონსული მაია ბართაია და ორი ადვოკატი დაესწრება.
აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში, 23 წლის ბექა ზარდიაშილი 21 ივნისს 26 წლის ზამანი ლოუსონიამ მოკლა. ბალტიმორის პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ზარდიაშვილს დანით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი კისერში, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.