საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და "Alter Events"-ის ორგანიზებით, 18 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით ქალაქ ბათუმში, ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ტარდება ფრანგული პროექტის, "Fete de la musique"-ის ქართული ანალოგი.
პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ბულვარში ხუთი დღის განმავლობაში
19:00-20:00 საათამდე შვიდი ქართული მუსიკალური ბენდის აკუსტიკურ კონცერტებს.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა შემსრულებელთა ხელშწყობა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია. მუსიკოსები მსმენელს შესთავაზებენ, როგორც საკუთარ რეპერტუარს, ასევე ცნობილ ჰიტებს.