ბულგარეთში, ბურგასის აეროპორტში ავტობუსი აფეთქდა. შესაბამის ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსში ისრაელიდან ბულგარეთში ჩასული ტურისტები იმყოფებოდნენ.
დაღუპულია სამი ადამიანი, 20-ზე მეტი დაჭრილია.
აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
სამართალდამცავებს ამ ეტაპზე მომხდარის კვალიფიკაცია არ გაუკეთებით. ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს ტერორისტულ აქტზე.