„ქრისტიან-დემოკრატების" სოფლის მეურნეობის პროგრამის მიხედვით აგრარული სექტორის განვითარებისათვის ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტიდან 15 -ი უნდა გამოიყოს, 2013 წლისათვის ეს მილიარდ ლარს გაუტოლდება, ხოლო მომავალში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად სოფლის მეურნეობისათვის გამიყოფილი თანხები გაიზრდებ"ა-განაცხად გიორგი ახვლედიანმა დღეს კახეთში გლეხებთან შეხვედრისას. სადაც ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა კახელ გლეხებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. ახვლედიანის თქმით „გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი მოსახლეობის 50 %-ი დღეს სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით ცდილობს თავის რჩენას ბიუჯეტიდან 15 პროცენტის გამოყოფა ამ სფეროზე ნამდივლად ადექვვატური იქნება"
„ქრისტიან-დემოკრატების" პროგრამის მიხედვით აღნიშნული თანხით უნდა მოხდეს აგრარული სექტორის კონკრეტული დარგების სუბსიდირება. "რითაც უნდა მივაღწიოთ მთავარს ფერმერების მიერ მოყვანილი მოსავალი გახდეს კონკურენტუნარიანი უცხოეთიდან შემოსული სოფლის მეურნეობის პროდუქტთან მიმართებაში, ქართულმა პროდუქციამ დაიბრუნოს ქართული ბაზარი და უახლოეს მომავალში დავიწყო ფიქრი მის ექსპორტზეც" აღნიშნა ახვლედიანმა .