აჭარის მთავრობა საწარმოს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობებიანი აუქციონი უკვე გამოაცხადა და საპრივატიზაციოდ ქობულეთში, სოფ. საჩინოში მდებარე 5521 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 1099,3 კვ.მ. შენობა-ნაგებობა გამოიტანა, რომლის საწყისი ღირებულებაც 35 ათასი ლარია.
საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 3 თვის ვადაში დაიწყოს შენობის მშენებლობა/რეაბილიტაცია და არანაკლებ 12 თვის ვადაში აამოქმედოს საწარმო, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 200 ათასი ლარის ინევესტიცია. მყიდველი ვალდებულია, ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში საწარმოში მუდმივად 2 წლის ვადით დაასაქმოს საქართველოს მინიმუმ 10 მოქალაქე. აუქციონი 18 ივლისისთვისაა ჩანიშნული.