შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N5 სასაზღვრო სექტორის (ბურდაზორი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ოთხი მოქალაქე: ფატალოვი აზატ, ალიევი საბუხი, აზიზბეკოვი ელნარი და გახრამანოვი ანარი დააკავა. აღნიშნული პიროვნებები შემდგომი რეაგირებისათვის ქვემო ქართლის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები