შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, სარფში, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იაშარ მუსტაფას ძე აივა დააკავეს, რომელმაც 2012 წლის 16 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.