აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა რეგიონის მეციტრუსეობასა და მეთხილეობაში დასაქმებულ ფერმერებთან და მეწარმეებთან.
EPI-ის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების ფუნქციონირებას მათთვის აუცილებელი რესურსების ხელმისაწვდომობის შექმნის გზით. ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობა.
ღონისძიბაზე მოწვეულ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გაეწიათ კონსულტაცია კრედიტის, დაზღვევის და სხვა ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების მიღების შესაძლებლობაზე. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგების კომერციულ განვითარებას, რაც თავის მხრივ ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლიზინგის სარგებლობის სქემა და მისი უპირატესი მხარეები. ასევე ლიზინგის ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
EPI-ს ერთ-ერთ ამოცანას ქვეყანაში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს, შესაბამისად, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს რეგიონში აგრარული სექტორის განვითარებას, რაც ექსპორტისა და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.