სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" დამფუძნებელმა და ლიდერმა ნესტან კრითაძემ მოსკოვში ოფიციალური შეხვედრები გამართა.
კირთაძის განცხადებით შეხვედრები გაიმართა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოეს პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებთან, რუსეთის ფედერაციის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების ავტორებთან, სტრატეგებთან და ექსპერტებთან.
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს არის პირველი პრეცენდეტი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისა, რომლის პირველი რაუნდი დასრულდა მხარეებს შორის სრული ურთიერთგაგებით და სამშვიდობო მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდის გაგრძელებაზე შეთანხმებით, რომელიც სავარაუდოდ სეექტემბერში განახლდება", - აცხადებს კირთაძე.
ნესტან კირთაძის სამშვიდობო ინიციატივის, ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმისა და მოსკოვში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია პირდაპირი წესით გადაეცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
ევროპული აღიარების და მხარდაჭერის შემდეგ ნესტან კირთაძემ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო კონფლიქტის მხარეებთან. მოსკოვის ვიზიტის შემდეგ კი იგი ემზადება ვიზიტებისათვის სოხუმსა და ცხინვალში.
"ევროპამ, ევროპელმა ექსპერტებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა "ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის" სამშვიდობო პლატფორმას უწოდეს უნიკალური, რომელსაც მთელს რეგიონში ანალოგი არააქვს. მოსკოვმა კი ამ სამშვიდობო პლატფორმას და პროცესის დაწყებას უწოდა ახალი ფურცლები თანამედროვე დიპლომატიის ისტორიაში. "იმდენად უნიკალური, რომ დაუჯერებელი" - განაცხადა შეხვედრაზე სერგეი კარაგანოვმა.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მამაცი და თამამი ნაბიჯები ჩვენი სამშობლოს მშვიოდბისა და ინტეგრაციული პროცესებისათვის. ჩვენ დავიწყეთ პიდაპირი მოლაპარაკებები მოსკოვთან, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მოსკოვმა "ქართულ-აფხაზური და ოსური სახლი" და მისი ლიდერი აღიარა როგორც პრიორიტეტული პარტნიორი სამშვიდობო მოლაპარაკეების წარმართვის პროცესისათვის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის.
ჩვენ გავგარძელებთ პიდაპირ დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთან. ეს გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესია და ამ პროცესს ალტერნატივა არააქვს", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
ნესტან კირთაძის ოფიციალური შეხვედრები მოსკოვთან მოამზადა პარიზმა და ბრიუსელმა.
სამშვიდობო მოალარაკებების დროს მას თან ახლდნენ ევროპელი პარტნიორები და კოლეგები ბრიუსელიდან.