,,პრეზიდენტი მიესალმება და იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც ქართულ ეკლესიას და უპირველეს ყოვლისა, მის უწმინდესობას ილია მეორეს გააჩნია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით , - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე და აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა.
,,მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ინიციატივა, რომლითაც ,,ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა. ინიციატივა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თამაშის წესებს უწესებს და საარჩევნო კამპანიის პერიოდში თანაბარ პირობებს სთავაზობს. პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიზიარა და მზადყოფნა გამოთქვა შეუერთდეს აღნიშნულ ინიციატივას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ პარტიებს წინასარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ სპეციალური დეკლარაცია შესთავაზა.